ბეშიქთაშმა ჟირუს დაუმიზნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბეშიქთაშმა ჟირუს დაუმიზნა


ბეშიქთაშმა ჟირუს დაუმიზნა

ლონდონის "არსენალის" ცენტრალური თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ, "ბეშიქთაშის" ინტერესის ქვეშ მოექცა.

სტამბოლური კლუბი ჩენკ ტოსუნის შემცვლელის ძიებაშია, რომელიც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო, მაგრამ გუშინ "ევერტონის" ფეხბურთელი გახდა.

"Bein Sports-ს" ინფორმაციით თურქული კლუბის ხელმძღვანელობა ჟირუს გადაბირებას ეცდება, რომელიც თავის მხრივ, "მეთოფეების" რიგებში საკუთარი მდგომარეობით კმაყოფილი არ არის.

31 წლის ფრანგმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში სულ 25 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები