ლაციომ იმობილეს პოკერით სპალი 5:2 დაამარცხა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლაციომ იმობილეს პოკერით სპალი 5:2 დაამარცხა [VIDEO]


ლაციომ იმობილეს პოკერით სპალი 5:2 დაამარცხა [VIDEO]

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-20 ტურის ყველაზე სანახაობრივი მატჩი სპალში გაიმართა - რომის "ლაციო" სერია ა-ს ერთ-ერთი აუტსაიდერი 5:2 გაანადგურა.

პირველი ტაიმი საოცრად საინტერესო გამოდგა და ერთბაშად 6 გოლი გავიდა. მასპინძელთა მხრიდან ანტენუჩიმ დუბლი გაიფორმა, რასაც იმობილემ ჰეთ-თრიქით უპასუხა და პირველი ნახევარი "ლაციომ" 4:2 მოიგო.

მეორე ტაიმში ჩირომ კიდევ ერთი ბურთი გაიტანა, პოკერი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 5:2!

სიმონე ინძაგის გუნდმა უკვე 40 ქულა დააგროვა და მეოთხე პოზიციაზე გადავიდა, მაგრამ "რომა" თავის მატჩს მოგვიანებით ჩაატარებს.

სპალი 2:5 ლაციო

გოლები: 0:1 - ლუის ალბერტო (5'), 1:1 - ანტენუჩი (8'), 1:2 - იმობილე (19'), 1:3 - იმობილე (26'), 2:3 - ანტენუჩი (31'), 2:4 - იმობილე (41'), 2:5 - იმობილე (51').

შემადგენლობები

სპალი: გომისი; ლაცარი, სალომონი (რიცო 46'), ვიკარი, ფელიპე, მატიელო (ბონაცოლი 84'); სკიტარელა, ვივიანი (ფ.კოსტა 73'), გრასი; პალოსკი, ანტენუჩი.

ლაციო: სტრაკოშა; ბასტა, უოლასი, დე ვრეი, რადუ (რამოს მარჩი 58'), ლუკაკუ; პაროლო, ლეივა (ლულიჩი 76'), მილინკოვიჩ-სავიჩი (ანდერსონი 58'); ლუის ალბერტო, იმობილე.

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები