სიმეონე: "კოშტამ წითელი ბარათი დამსახურებულად მიიღო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიმეონე: "კოშტამ წითელი ბარათი დამსახურებულად მიიღო"


სიმეონე:

დიეგო კოშტამ ლა ლიგაში დაბრუნება გოლით და წითელი ბარათით აღნიშნა.

62-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, 68-ე წუთზე გოლი გაიტანა და გატანილი გოლი ფანებთან აღნიშნა, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

წესების თანახმად გოლის ფანებთან აღნიშვნა ყვითელი ბარათით ისჯება და კოშტამ დამსახურებულად დატოვა მოედანი.

ამ ფაქტზე ანტონიო კონტემ ისაუბრა: "მირჩევნია კოშტას დადებით ფაქტებზე ვისაუბრო.

წესებია წესებია, ვერ შევცვლით, თუმცა დიეგომ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

მან დამსახურებულად მიიღო წითელი ბარათი, რადგან ფეხბურთელებმა გოლი ფანებთან აღნიშნეს, წესი ასეთია და შემდეგი შეხვედრებისთვის უნდა გავითვალისწინოთ", - განაცხადა სიმეონემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები