საფეხბურთო კლუბი ზუგდიდი ყოფილმა ფეხბურთელმა იყიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საფეხბურთო კლუბი ზუგდიდი ყოფილმა ფეხბურთელმა იყიდა


საფეხბურთო კლუბი ზუგდიდი ყოფილმა ფეხბურთელმა იყიდა

საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის“ 100%-იანი წილი ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ იყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს ზუგდიდის მერიაში დაუდასტურეს.

ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შესყიდვის საწყისი ფასი 60 000 ლარი იყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მერ გამოცხადებული აუქციონი 2017 წლის 28 დეკემბერს დაიწყო და 2018 წლის 5 იანვარს დასრულდა.

პირობების მიხედვით, ელექტრონული აუქციონში გამარჯვების დამდასტურებელი ოქმის საფუძველზე, ხელშეკრულება ზუგდიდის მერიასა და შემძენს შორის 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმდეს.

საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის“ 100%-იანი წილის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი საკრებულომ 21 დეკემბრის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.

imedinews.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები