აგენტი: "კულიბალი სერია ა-ში საუკეთესო მცველია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

აგენტი: "კულიბალი სერია ა-ში საუკეთესო მცველია"


აგენტი:

"ნაპოლის" ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის, აგენტმა, ბრუნო სატინმა, თავისი კლიენტი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელა.

"კულიბალი იტალიის სერია ა-ს საუკეთესო ცენტრალური მცველია. თანაგუნდელები და კლუბის პერსონალი მას საკუთარი კლასის დემონსტრირებაში ეხმარებიან.

ვირჯილ ვან დეიკი? ის ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ინგლისში თამაშობს", - განაცხადა სატინმა.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 26 წლის სენეგალელმა 19 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი კალიდუ კულიბალი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები