დიბალამ ტრავმა მიიღო და მოედანი ატირებულმა დატოვა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დიბალამ ტრავმა მიიღო და მოედანი ატირებულმა დატოვა [VIDEO]


დიბალამ ტრავმა მიიღო და მოედანი ატირებულმა დატოვა [VIDEO]

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ, "კალიარისთან" თამაშში (1:0) დაზიანება მიიღო და მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა.

გუშინდელ შეხვედრაში 24 წლის არგენტინელმა ადგილზე მუხლისქვედა კუნთის ტრავმა მიიღო და მატჩი ვეღარ გააგრძელა. გასახდელისკენ მიმავალი დიბალა ატირდა კიდეც.

წინასწარი ინფორმაციით, რომელსაც იტალიური პრესა ავრცელებს, დიბალა საკუთარ გუნდს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება, ვინაიდან დაზიანება სერიოზულია.

შესაძლოა, "იუვეს" ათიანმა და ერთ-ერთმა ლიდერმა ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი, შინ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, გამოტოვოს. ეს თამაში 13 თებერვალს გაიმართება.

პაულო დიბალამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 14 გოლის გატანა მოახერხა.

ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი პაულო დიბალა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები