კალეხონმა სერია ა-ში რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კალეხონმა სერია ა-ში რეკორდი დაამყარა


კალეხონმა სერია ა-ში რეკორდი დაამყარა

"ნაპოლის" ვინგერი, ხოსე კალეხონი, იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონის 20-ე ტურში ნეაპოლურმა კლუბმა შინ "ვერონა" 2:0 დაამარცხა და მეორე ბურთი სწორედ კალეხონმა გაიტანა.

კალეხონმა "ნაპოლის" მაისურით იტალიის ჩემპიონატში 52-ე გოლი გაიტანა და სერია ა-ს ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ესპანელი ბომბარდირი გახდა.

აქამდე პირველ ადგილზე მილანის "ინტერის" ლეგენდარული ფორვარდი ლუის სუარესი იყო, რომელმაც 70-იან წლებში იტალიის ჩემპიონატში 51 ბურთი გაიტანა.

სუარესის რეკორდის დასამხობად ხოსე კალეხონს 170 მატჩი დასჭირდა.

30 წლის ესპანელი "ნაპოლის" ღირსებას 2013 წლის ზაფხულიდან იცავს და მიმდინარე სეზონში 30 თამაშში 8 ბურთი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი ხოსე კალეხონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები