VIDEO: ნოტინგემ ფორესტმა არსენალი 4:2 დაამარცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: ნოტინგემ ფორესტმა არსენალი 4:2 დაამარცხა


VIDEO: ნოტინგემ ფორესტმა არსენალი 4:2 დაამარცხა

ინგლისის ასოციაციის თასის მატჩში "ნოტინგემ ფორესტმა" "არსენალი" მიიღო და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

მე-20 წუთზე ანგარიში ერიკ ლიჰაიმ გახსნა, რასაც ზუსტად 3 წუთში პერ მერტესაკერმა უპასუხა - 1:1

44-ე წუთზე ლიჰაიმ დუბლი გაიფორმა და "ნოტინგემს" ტაიმი მოაგებინა.

64-ე წუთზე "არსენალის" კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად ბენ ბრერეტონმა აქცია.

79-ე წუთზე დანი უელბეკმა გაიტანა - 3:2

საბოლოო წერტილი 85-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით კიერან დოუელმა დასვა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები