საუთჰემპტონის მწვრთნელმა დაადასტურა, რომ კლუბმა შეიძლება უოლკოტი დაიბრუნოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საუთჰემპტონის მწვრთნელმა დაადასტურა, რომ კლუბმა შეიძლება უოლკოტი დაიბრუნოს


საუთჰემპტონის მწვრთნელმა დაადასტურა, რომ კლუბმა შეიძლება უოლკოტი დაიბრუნოს

"საუთჰემპტონის" მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პელეგრინოს თქმით, კლუბმა შესაძლოა "არსენალის" ნახევარმცველი, ტეო უოლკოტი დაიმატოს.

შეგახსენებთ, 28 წლის ინგლისელი სწორედ "წმინდანების" აღზრდილია.

"საუთჰემპტონის" რიგებში უოლკოტს დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა, რითაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად იქცა.

"ამის შესაძლებლობას განვიხილავთ", - ციტირებს პელეგრინოს სიტყვებს Sky Sports.

"კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მისი შეძენა გაგვიჭირდება. სატრანსფერო ფანჯრის განსაკუთრებულობები უნდა გავითვალისწინოთ, ამიტომაც ვფიქრობ, მისი დამატების ბევრი შანსი არ გვექნება".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები