არსენალი სანჩესის სანაცვლოდ 35 მლნ ფუნტს ითხოვს, მანჩესტერ სიტი უარზეა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენალი სანჩესის სანაცვლოდ 35 მლნ ფუნტს ითხოვს, მანჩესტერ სიტი უარზეა


არსენალი სანჩესის სანაცვლოდ 35 მლნ ფუნტს ითხოვს, მანჩესტერ სიტი უარზეა

"არსენალის" თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს, იტყობინება გავლენიანი გამოცემა Goal.com.

ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაფორმებით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.

"მეთოფეები" მზად არიან ჩილელს შეელიონ, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება. ლონდონელები მის სანაცვლოდ 35 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ.

მიუხედავად მოთხოვნილი არც თუ ისე დიდი თანხისა, "ქალაქელებს" იმედი აქვს, რომ "მეთოფეები" სანჩესს ფასს კიდევ უფრო დააკლებენ.

შეგახსენებთ, ამ სეზონში 29 წლის ალექსისმა "არსენალის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები