ნაპოლიმ 24 მლნ ევროიანი ტრანსფერი შეათანხმა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაპოლიმ 24 მლნ ევროიანი ტრანსფერი შეათანხმა


ნაპოლიმ 24 მლნ ევროიანი ტრანსფერი შეათანხმა

"ბოლონიას" ნახევარმცველი, სიმონე ვერდი უახლოეს პერიოდში "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება, იუწყება Mediaset Premium.

მხარეებმა ჰავბეკის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ნეაპოლელები 25 წლის იტალიელის სანაცვლოდ 24 მილიონ ევროს გადაიხდიან. მიუხედავად ამისა, ნეაპოლელებს ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის პირობები ჯერ კიდევ არ შეუთანხმებიათ.

ამ სეზონში სიმონე ვერდიმ "ბოლონიას" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი შეაგდო და ხუთი შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები