ტიაგო სილვა: "კავანის ძირითადში ადგილის დაბრუნება მოუწევს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტიაგო სილვა: "კავანის ძირითადში ადგილის დაბრუნება მოუწევს"


ტიაგო სილვა:

"პარი სენ ჟერმენის" კაპიტანი და ცენტრალური მცველი, ტიაგო სილვა, ხავიერ პასტორესა და ედინსონ კავანის მდგომარეობას გამოეხმაურა.

პასტორე და კავანი პარიზულ კლუბს შვებულებიდან დაგვიანებით შეუერთდნენ, რამაც კლუბის ხელმძღვანელობა გააბრაზა და ორივე ფეხბურთელი დროებით გუნდიდან მოკვეთა.

"კლუბი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ყველასათვის კარგი იქნება. მოთამაშეებმა რომლებიც "რენის" წინააღმდეგ გავიდნენ მოედანზე, დაამტკიცეს, რომ შედეგის დადება შეუძლით.

კავანის კი ბევრი მუშაობა მოუწევს იმისათვის, რომ "პსჟ-ს" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნოს.

ედინსონი პროფესიონალია და იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდება. არ ვიცი, ის დაისჯება თუ არა, მაგრამ კავანი მნიშვნელოვანი მოთამაშეა", - განაცხადა გამოცდილმა ბრაზილიელმა.

გუშინ "პსჟ" საფრანგეთის თასზე სტუმრად "რენს" დაუპირისპირდა და მეტოქე კავანის გარეშე 6:1 გააცამტვერა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები