რომას მეკარე ლივერპულში გადადის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რომას მეკარე ლივერპულში გადადის


რომას მეკარე ლივერპულში გადადის

"რომას" გოლკიპერმა, ალისონ ბეკერმა, კარიერა შესაძლოა "ლივერპულში" გააგრძელოს.

"Radio Gaucha" იტყობინება, რომ ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა რომაულ კლუბს უკვე შეუთანხმდა და 25 წლის ბრაზილიელი მეკარის ტრანსფერს უახლოეს პერიოდში დაადასტურებს.

ცნობილია ისიც, რომ სატრანსფერო თანხის გარკვეულ ნაწილს ბრაზილიური "ინტერნასიონალიც" მიიღებს, რომლის რიგებში ალისონი "რომამდე" ასპარეზობდა.

იტალიის სერიაა ა-ს მიმდინარე სეზონში ალისონმა 19 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 14 ბურთი გაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები