ტიაგო მოტამ მორიგი ტრავმა მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტიაგო მოტამ მორიგი ტრავმა მიიღო


ტიაგო მოტამ მორიგი ტრავმა მიიღო

"პარი სენ ჟერმენის" საყრდენმა ნახევარმცველმა, ტიაგო მოტამ, ახალი დაზიანება მიიღო.

გამოცდილმა იტალიელმა ნახევარმცველმა რამდენიმე თვის წინ მუხლზე გადაიტანა ოპერაცია, ახლა კი მორიგი ტრავმა მიიღო.

ცნობილი ფრანგული გამოცემა "L'Equipe" იტყობინება, რომ მოტას ფეხის დაზიანება აქვს და ჯერჯერობით უცნობია თუ რაოდენ სერიოზულად არის საქმე.

ტიაგო მოტამ ახალი ტრავმა გუშინ საღამოს, საფრანგეთის თასზე "რენთან" შეხვედრაში (6:1), მიიღო, რომელშიც მხოლოდ 6 წუთი დაჰყო მოედანზე.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ ტიაგო მოტა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები