ალეგრიმ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა მომავალი წყვილი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალეგრიმ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა მომავალი წყვილი დაასახელა


ალეგრიმ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა მომავალი წყვილი დაასახელა

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ საკუთარი აზრი გამოხატა იმის შესახებ, თუ რომელი ფეხბურთელები იბრძოლებენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მას შემდეგ, რაც "ბარსელონასა" და "რეალის" ვარსკვლავები, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ დაბერდებიან.

მოგეხსენებათ, არგენტინელს 24 ივნისს 31 წელიწადი უსრულდება, პორტუგალიელს კი 5 თებერვალს 33 წელიწადი.

"როცა მესი და რონალდუ დაბერდებიან, მსოფლიოში საუკეთესოები ნეიმარი და დიბალა იქნებიან", - ციტირებს ჩემპიონთა ლიგის თვითერის ოფიციალური გვერდი ალეგრის სიტყვებს.

"იუვენტუსის" არგენტინელი თავდამსხმელი 15 ნოემბერს 25 წლის გახდება, ხოლო "პსჟ"-ს ბრაზილიელ ფორვარდს 5 თებერვალს 26 წელი შეუსრულდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები