ხავი: "მესისა და რონალდუს შემდეგ მათი ხანა დაიწყება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ხავი: "მესისა და რონალდუს შემდეგ მათი ხანა დაიწყება"


ხავი:

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ხავი სამომავლო პროგნოზი გააკეთა.

"ალ სადის" ნახევარმცველი ფიქრობს, რომ რონალდუსა და მესის შემდეგ ფავორიტები ნეიმარი და მბაპე იქნებიან.

"ვფიქრობ, რომ მესისა და რონალდუს შემდეგ, ნეიმარის ხანა 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ კი მბაპეს დრო დადგება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ბრაზილიელები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინავენ და ახლა ზუსტად 2018 წლის მუნდიალი ახლოვდება.

ფეხბურთში საუკეთესო საჩუქარი გონიერებაა და ეს ფიზიკურ გარემოებებზე მაღლა დგას. ნეიმარი მესის მსგავსად გონიერიც არის და ფიზიკური მონაცემებიც მაღალი აქვს. მბაპეს ვფიქრობ, რომ უფრო ფიზიკური მონაცემები აქვს მაღალი.

საფეხბურთო ისტორიაში იყვნენ და არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ორივე კომპონენტით იყვნენ დაჯილდოვებულები, მაგალითად: მარადონა, პელე, რონალდუ, მესი, ნეიმარი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები