ნასერ ალ ხელაიფმა დიბალას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნასერ ალ ხელაიფმა დიბალას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა


ნასერ ალ ხელაიფმა დიბალას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფმა პაულო დიბალას სატრანსფერო თემაზე კომენტარი გააკეთა.

ბოლო პერიოდში გავრცელდა ხმები, თითქოს ფრანგულ გუნდს არგენტინელი შემტევის ყიდვა სურდა, თუმცა არაბმა ეს ფაქტი უარყო.

"სიმართლე ის არის, რომ სერია A-ში დიბალას გარდა, კიდევ ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი თამაშობს.

არგენტინელის ყიდვით რომ ვიყო დაინტერესებული, "იუვენტუსის" პრეზიდენტს, ანდრეა ანელის დავურეკავდი. ის ჩემი კარგი მეგობარია.

თუმცა ვიტყვი, რომ ამ მომენტისთვის დიბალა "პარი სენ ჟერმენის" სამომავლო გეგმებში არ არის", - განაცხადა ნასერ ალ ხელაიფმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები