პსჟ-მ მოურას ფასი დაადო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პსჟ-მ მოურას ფასი დაადო


პსჟ-მ მოურას ფასი დაადო

"პარი სენ ჟერმენი" მზად არის გუნდის შემტევ ნახევარმცველს, ლუკას მოურას, შეელიოს.

25 წლის ბრაზილიელი გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და სურს, რომ კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.

ფრანგული ტელეარხი "TF1" იტყობინება, რომ პარიზული კლუბი ლუკასს არანაკლებ 40 მილიონ ევროდ გაყიდის.

ლუკასით, რომლის მოქმედი კონტრაქტი "პსჟ-სთან" 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, ორი ინგლისური გრანდი, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული", ინტერესდება.

ლუკას მოურამ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 5 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ ლუკას მოურა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები