მანჩინიმ სკუდეტოს ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩინიმ სკუდეტოს ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა


მანჩინიმ სკუდეტოს ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა

53 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, რობერტო მანჩინიმ, რომელიც ახლა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" მთავარი მწვრთნელი, იტალიის სერია ა-ში საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

"ვფიქრობდი, რომ "რომას" და "ინტერსაც" შეეძლოთ ბრძოლა და შესაძლოა ისინი რბოლაში დაბრუნდნენ კიდეც, მაგრამ ამ მომენტისათვის ფავორიტები "ნაპოლი" და "იუვენტუსი" არიან.

"ნაპოლი" წლების განმავლობაში ძალიან კარგი გუნდი იყო და მიმდინარე სეზონში ბოლო წლებში გაწეული საკმაოდ დიდი შრომის საფასურს იღებენ.

"იუვენტუსს" უპირატესობა აქვს, ვინაიდან შემადგენლობა უფრო ძლიერი ჰყავს, თანაც გამარჯვებას მიეჩვია. თუმცა ზედიზედ ექვსმა სკუდეტომ, შესაძლოა, გუნდის მონდომებაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს", - განაცხადა მანჩინიმ.

20 ტურის შემდეგ იტალიის სერია ა-ს "ნაპოლი" 51 ქულით ლიდერობს, "იუვენტუსს" კი ქულით ნაკლები აქვს. შემდეგ "ინტერი" (42), "ლაციო" (40) და "რომა" (39) მოდიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები