» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

დინამოს პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს


დინამოს პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს

საბჭოთა კავშირი მუდამ იყო იზოლირებული დანარჩენი მსოფლიოსგან, განსაკუთრებით ეს 30-იან წლებში იგრძნობოდა. ჩაკეტილობის გამო ხალხმა უბრალოდ არ იცოდა, თუ რა ხდებოდა წითელი კედლის მიღმა. ამ დახურულობის მიუხედავად, სსრკ-ში მაინც შეაღწია ერთმა საფეხბურთო მწვრთნელმა, რომელიც საბჭოეთში ევროპული მეთოდების დამკვიდრებას ცდილობდა, მათ შორის თბილისის "დინამოშიც". მისი სახელი იყო ჟიულ ლიმბეკი.

ლიმბეკი დაიბადა რუმინეთში, თუმცა მოგვიანებით საფრანგეთის მოქალაქე გახდა. ფეხბურთელობის პერიოდში ის თამაშობდა "უიპეშტში", ფერენცვაროსში", "აუსტრიასა" და რამდენიმე ბელგიურ გუნდში. მან მალევე დაიწყო სამწვრთნელო კარიერაც, მისი პირველი კლუბი "გალათასარაი" აღმოჩნდა. თურქულ გუნდთან ერთად ლიმბეკმა სტამბულის ჩემპიონატი მოიგო, ისე რომ მიწასთან იქნა გასწორებული "ფენერბახჩე" და "ბეშიქთაში".

დინამოს პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს

ჟიულის შესახებ საფრანგეთში გაიგეს, ის მიიწვიეს და მოქალაქეობაც მისცეს. აღსანიშნავია, რომ ახალ გარემოში ლიმბეკი ვერ ახერხებდა წარმატების მიღწევას. ჟიული წვრთნიდა "ლიონს", "რასინგსა" და "ამიენს", მაგრამ უხეიროდ. უკანასკნელი კლუბის დაშლის შემდეგ კი ლიმბეკი ახალი თავგადასავლების საძიებლად სსრკ-ში გაეშურა.

დინამოს პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს

თავდაპირველად ის უკრაინაში გაჩერდა, სადაც ადგილობრივი "დნეპროპეტროვსკისა" და "ზაპოროჟიეს" გუნდები ჩაიბარა. შემდეგ მას მოუვიდა წერილი საბჭოთა სპორტული კომიტეტისგან, სადაც ეწერა, რომ ლიმბეკი მივლინებით საქართველოში უნდა წასულიყო და თბილისის "დინამო" გაეწვრთნა. ფრანგმა ახალი გამოწვევა დიდი ენთუზიაზმით მიიღო.

ლიმბეკს მოეწონა საქართველო, თბილისი კი მას საფრანგეთის სამხრეთ ნაწილს აგონებდა. ჟიულმა ჩაიბარა "დინამო" და საქმესაც მალევე შეუდგა.

დინამოს პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს

"ძლიერი გუნდია, თუმცა ფეხბურთელებს ბევრი ვარჯიში და თამაშის გადაწყობა სჭირდებათ. მოთამაშეებს ჩემი სისტემის მიხედვით ვავარჯიშებ, ბურთითაც და მის გარეშეც. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდი იქნება, რადგან კლიმატური პირობები არ უნდა მოქმედებდეს შედეგებზე. "დინამო" აუცილებლად გაიმარჯვებს," - აცხადებდა ფრანგი.

ლიმბეკის მეთოდები ბევრს არ მოსწონდა. ყოველი ვარჯიში იწყებოდა სამხედრო მარშითა და პატრიოტული სიმღერებით. ამ ყველაფერს თან სდევდა ტანვარჯიში და სხვადასხვა სახის ფიზკულტურა. ფეხბურთელები ისე იღლებოდნენ, რომ მერე საერთოდ აღარ ჰქონდათ ხოლმე ბურთის გაგორების თავი.



რთულმა გრაფიკმა შედეგი გამოიღო. "დინამომ" სსრკ-ს თასის ფინალამდე გააღწია, გზად კი დამარცხებული იქნა იმ დროს ქვეყნის უძლიერესი გუნდი "სპარტაკი". ფინალში კი თბილისელები გააჩერა მოსკოვის "ლოკომოტივმა". ლავრენტი ბერიას იმდენად მოეწონა ლიმბეკის "დინამო", რომ მან თბილისური გუნდის წევრებს პრემიები დაუწესა. ფრანგი მწვრთნელის ხელში ბრწყინავდნენ-შავგულიძე, ნიკოლაიშვილი, ჯორბენაძე, ბერძენიშვილი, ასლამაზოვი და რა თქმა უნდა ახალგაზრდა პაიჭაძე. ჟიულმა პატივისცემის ნიშნად თბილისში საფეხბურთო აკადემია გახსნა.

დინამოს პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს

წარმატებების მიუხედავად, ლიმბეკი მაინც იქნა გათავისუფლებული თავისი პოსტიდან. მიზეზი გაურკვეველი იყო, თუმცა არსებობდა ორი ვერსია. პირველი-ბორის პაიჭაძემ და კიდევ რამდენიმე მოთამაშემ პერსონალურად მოითხოვეს ფრანგის გაშვება, რადგან ისინი ვეღარ უძლებდნენ იმ ფიზიკურ დატვირთვას, რაც ჟიულის ვარჯიშები ითვალისწინებდა.

დინამოს პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს

მეორე-ტოტალური ალკოჰოლიზმი ფეხბურთელებს შორის, რომელიც თავად ლიმბეკმა გაავრცელა. ჟიული სასმელის დიდი მოყვარული იყო და ვარჯიშის შემდეგ ფრანგული ღვინის დაგემოვნება მან ერთგვარ რიტუალად აქცია. ქართველი მოთამაშეები 3-4 ჭიქაზე ვერ ჩერდებოდნენ, რის შემდეგაც უბრალო დაგემოვნება გადადიოდა ნამდვილ ლოთობაში. ლიმბეკმა დაკარგა კონტროლი ფეხბურთელებზე და თბილისიც დატოვა.

ფრანგს ახალი სამსახური მოსკოვში ელოდებოდა, იმ "ლოკომოტივში", რომელმაც სსრკ-ს თასის ფინალში "დინამო" დაამარცხა. ლიმბეკი ვერ ახერხებდა "რკინიგზელების" ათამაშებას. მის ხელში "ლოკო" ძალიან არასტაბილურად გამოიყურებოდა, შედეგი კი სსრკ-ს ჩემპიონატში მე-4 ადგილზე ჩამოქვეითება გამოდგა. წარუმატებლობის პიკი კი მოგვიანებით, ბასკეთის ნაკრებთან განადგურება იყო, ლიმბეკს ეს მარცხი სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

დინამოს პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს

იმ დროს საბჭოთა გუნდები იზოლირებულნი იყვნენ. ამხანაგური მატჩების გასამართად კი მხოლოდ ჩეხოსლოვაკი და თურქი მოყვარულები ჩამოდიოდნენ, ასე რომ ბასკების წინააღმდეგ თამაში, რომლებიც მთელს ევროპას აზანზარებდნენ ნამდვილი მოვლენა იყო.

დინამოს პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს

მატჩის სანახავად 90 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა, "ლოკომოტივის" ფეხბურთელებს სპეციალური ფორმებიც კი შეუკერეს. თამაშამდე ლიმბეკმა თქვა: "იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის," ფრანგი ფრთხილობდა და მას მიზეზიც ჰქონდა, ფეხბურთის საყურებლად კრემლიდანაც ჩამოვიდნენ, ასე რომ წაგება არც კი განიხილებოდა, არადა მეტოქე იყო გუნდი, რომელმაც ცოტა ხნით ადრე უძლეველი ბრიტანეთის ნაკრებიც კი დაამარცხა.

დინამოს პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს

ბასკებმა არ დაინდეს მოსკოველები და 5:1 გაანადგურეს "ლოკომოტივი". ეს იყო სრული შოკი მთლიანი საბჭოეთისთვის. ლიმბეკს უკვე თამაშის დროს აუჯანყდნენ მოთამაშეები, ვალენტინ გრანატკინი იხსენებს:

"ლიმბეკი თავს თვლიდა ევროპული ფეხბურთის მცოდნედ, თუმცა მას წარმოდგენა არ ჰქონდა თუ როგორ თამაშობდნენ ბასკები. პირველი ტაიმის მსვლელობისას ჩვენ თავად ვცადეთ სიტუაციაში გარკვევა, მაგრამ იმ დროს უკვე 4 გოლი გვქონდა გაშვებული. შეხვედრის მეორე ნახევარი მეტ-ნაკლებად თანაბრად ჩავატარეთ,"



ფრანგს ეს დამცირება არ აპატიეს. ჟიული მატჩის დასრულების შემდეგ დააპატიმრეს და მოგვიანებით დახვრიტეს, ისე რომ საბჭოელებმა თან გაანადგურეს თითქმის ყველანაირი საბუთი და სურათი, რომელიც ლიმბეკის მწვრთნელობას უკავშირდებოდა. ბასკების წინააღმდეგ გამართული თამაშის შემდეგ, ფრანგი აღარავის უნახავს. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც, ლიმბეკი თავად გაიქცა და შემდეგი თითქმის 20 წელი მან აღმოსავლეთ ევროპაში გაატარა შეცვლილი სახელით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

გრიზმანი: "მეუფლება შეგრძნება", რომ ყოველთვის, როცა რაღაც ხდება, ყველას მე ვახსენდები"

„ბარსელონას“ შემტევმა, ანტუან გრიზმანმა, საკუთარ თამაშზე ისაუბრა.

დღეს, 16:26

პირლო: "რონალდუსთან ისევე ვიქცევი, როგორც ფრაბოტასთან ან პორტანოვასთან"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, კრიშტიანუ რონალდუსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

დღეს, 16:24

ლამპარდი: "ჟირუზე ჩემი გეგმები მაქვს, მინდა, რომ ის დარჩეს"

ფრენკ ლამპარდმა გუნდიდან ოლივიე ჟირუს შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 16:17

მანჩესტერ სიტი ლეო მესის 10-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს

„მანჩესტერ სიტი“ ლიონელ მესის შეთავაზებას უმზადებს.

დღეს, 16:09

ოფიციალურად: დეკემბრიდან, პრემიერ ლიგის სტადიონებზე გულშემატკივრები დაბრუნდებიან

იოფიციალურად დადასტურდა, რომ დეკემბრიდან, ინგლისის პრემიერ ლიგაზე გულშემატკივართა დაშვება იქნება შესაძლებელი.

დღეს, 16:04

პიკეს შემცვლელად ბარსელონა რეალის ყოფილ მცველს განიხილავს

„ბარსელონას“ „რეალის“ ყოფილი მცველის, ეზეკილ გარაის დამატება სურს.

დღეს, 15:59

VIDEO: ინგლისური გუნდის მცველმა მეტოქეს პენისზე ხელი ორჯერ მოკიდა, მას დისკვალიფიკაცია ემუქრება

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ „პრესტონ ნორტ ენდის“ მცელს, დარნელ ფიშერს მკაცრად დასჯის.

დღეს, 15:46

"ისკოს ძალების მოსინჯვა სხვა ჩემპიონატში სურს", - აგენტი

ისკოს მამამ და აგენტმა, ფრანსისკო ალარკონმა, შვილის „რეალიდან“ წასვლის სურვილი აღიარა.

დღეს, 15:38

ბარსელონამ პიკეს შემცვლელად კარიერა დასრულებული მასკერანოს დამატება მოინდომა

„ბარსელონა“ აგრძელებს იმ ფეხბურთელის ძიებას, რომელსაც ტრავმირებული ჟერარ პიკეს შეცვლა შეეძლება.

დღეს, 15:27

რას წარმოადგენს გუნდი, რომელსაც ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდება?

ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ქართული ქალთა გუნდი „ლანჩხუთი“ შვედურ „როზენგარდს“ დაუპირისპირდება.

დღეს, 15:19

ჩემპიონთა ლიგაზე ლანჩხუთის მეტოქის ვინაობა ცნობილია

დასრულდა ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ეტაპის კენჭისყრა.

დღეს, 15:09

არბელოას შთამბეჭდავი დებიუტი რეალში მწვრთნელის რანგში

შედგა ალვარო არბელოას დებიუტი მადრიდის "რეალის" ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში.

დღეს, 13:38

როდის დაბრუნდება უმტიტი?

"ბარსელონას" ლაზარეთში კვლავინდებურად იმყოფება სამუელ უმტიტი, რომელიც კიევის "დინამოსთან" შეხვედრასაც გამოტოვებს.

დღეს, 13:02

კომპონენტი, რომელშიც ვეინალდუმი ლივერპულის ისტორიაში საუკეთესოა

არსებობს კომპონენტი, რომელშიც ჯორჯინიო ვეინალდუმი "ლივერპულის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

დღეს, 12:52

იუვენტუსი დიბალას და ბერნარდესკის დაემშვიდობება?!

Sportmediaset-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" შესაძლოა დაემშვიდობოს თავის ორ შემტევს - პაულო დიბალასა და ფედე ბერნარდესკის.

დღეს, 12:37

რეალი და ინტერი გაცვლას გეგმავენ - Sky

Sky-ის თანახმად, მადრიდის "რეალი" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ. საუბარია იმ მოთამაშეების შესახებ, რომლებიც სასტარტოში

დღეს, 12:28

ითამაშებს თუ არა პოგბა ჩემპიონთა ლიგაზე? - სოლსკიაერის კომენტარი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, პოლ პოგბას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

დღეს, 12:04

ციფრები: ბარსამ ჩემპიონთა ლიგაზე ლეოს გარეშე პროცენტულად უფრო მეტი მატჩი მოიგო, ვიდრე მასთან ერთად

ლიონელ მესის "ბარსელონას" მთავარ გუნდში გადაყვანის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე მან საერთო ჯამში 14 შეხვედრა გამოტოვა.

დღეს, 11:51

"პირლო იუვენტუსისგან თანამედროვე გუნდს ქმნის", - შესნი

ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ, ვოიცეხ შესნიმ, ანდრეა პირლოს შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:34

ციფრები: რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მენდი რეალისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა

მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველმა, ფერლან მენდიმ ლა ლიგის 31 შეხვედრაში ბურთი მხოლოდ ექვსჯერ დაკარგა.

დღეს, 11:19

სოლსკიაერი: "ბრუნო ყველა მატჩში არ ითამაშებს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა თავისი გუნდის გრაფიკის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 11:08

"ბარსელონას ლა ლიგის მოგება შეუძლია", - ლანგლე

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, კლემან ლანგლემ თავისი გუნდის საჩემპიონო შანსების შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:54

ბრეიტუეიტისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

Marca-ს ცნობით, "ბარსელონას" თავდამსხმელისთვის, მარტინ ბრეიტუეიტისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

დღეს, 10:48

რამოსი, ბენზემა, ფედე და კიდევ 3 მოთამაშე, რომელიც რეალს ინტერთან დააკლდება

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მადრიდის "რეალს" "ინტერთან" დაპირისპირებაში ერთბაშად ექვსი ფეხბურთელი დააკლდება.

დღეს, 10:34

დღეს, ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე მეტოქის ვინაობას გაიგებს

დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე ქალთა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე "ლანჩხუთი" მოწინააღმდეგის ვინაობას გაიგებს.

დღეს, 10:22

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! - 8 ერთმანეთზე საინტერესო მატჩი

დღეს, 21:55 და 23:59 საათზე ტელე-ეკრანებზე გვიბრუნდება ჩემპიონთა ლიგა, მართალია, გამოკვეთილად ცენტრალური

დღეს, 10:12

"მესიმ მითხრა, რომ გაბრაზდა, როცა პირველი შეთავაზება ვიუარე", - გრიზმანის ინტერვიუ

"ბარსელონას" ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა Movistar-თან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

დღეს, 04:51

"იმ გუნდს მშვენივრად მოვერგებოდი", - რუნიმ აღიარა, რომ 2010 წელს ბარსელონაში გადასვლა უნდოდა

უეინ რუნიმ გაიხსენა, რომ თავის დროზე, "მანჩესტერიდან" "ბარსელონაში" გადასვლაზე ფიქრობდა.

დღეს, 04:15

გრიგალავამ გულმკერდის არეში ტრავმა მიიღო და კონტუზია აქვს

რუსეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "არსენალ ტულას" მცველმა გია გრიგალავამ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

დღეს, 02:39

დევდარიანი: "გეტყვით 4 მთავარ პუნქტს, რასაც ნაკრებში დღესვე შევცვლიდი"

დევდარიანი ასახელებს იმ 4 მთავარ პუნქტს, რასაც საქართველოს ნაკრებში დღესვე შეცვლიდა.

დღეს, 02:33
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10