Sky Sports: მანჩესტერს მოურა სურს, თუმცა კონტაქტი ჯერ არ არის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

Sky Sports: მანჩესტერს მოურა სურს, თუმცა კონტაქტი ჯერ არ არის


Sky Sports: მანჩესტერს მოურა სურს, თუმცა კონტაქტი ჯერ არ არის

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ლუკას მოურას დამატება სურს.

25 წლის ბრაზილიელი "პარი სენ ჟერმენმა" 2013 წელს "სან პაოლოდან" დაიმატა და მის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადა.

ბოლო პერიოდში მოურა სათადარიგო სკამის უცვლელ ფიგურად იქცა, რის გამოც მის წასვლაზე ხშირად იწერება.

Sky Sports-ი წერს, რომ თვითონ კლუბი აპირებს ბრაზილიელის გასხვისებას და "მანჩესტერი" ინტერესს გამოთქვამს, თუმცა ამ ეტაპისთვის კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტაქტი არ დამყარებულა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები