არსენალი: 50 მილიონი მალკომის სანაცვლოდ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენალი: 50 მილიონი მალკომის სანაცვლოდ


არსენალი: 50 მილიონი მალკომის სანაცვლოდ

ლონდონის "არსენალი" "ბორდოს" უნიჭიერესი ვინგერით, მალკომით, დაინტერესდა.

იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს, რომ ამ დღეებში ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა ფრანგული კლუბის მესვეურებს შეხვდება და მოლაპარაკებებს გამართავს.

"არსენალი" მზად არის 20 წლის ტექნიკური ბრაზილიელის სანაცვლოდ 50 მილიონი გირვანქა-სტერლინგი გადაიხადოს.

მალკომი "მეთოფეთა" შემადგენლობაში ალექსის სანჩესის შემცვლელად განიხილება, რომელმაც შესაძლოა გუნდი იანვრის ბოლომდე დატოვოს.

საფრანგეთის ლიგა 1-ს მიმდინარე სეზონში მალკომმა 18 თამაში ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა..

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები