სიმეონე: "რეალი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიმეონე: "რეალი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია"


სიმეონე:

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე, "სამეფო კლუბს" კვლავ მსოფლიოში საუკეთესო გუნდად მიიჩნევს.

"რეალი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდად რჩება. მათ აბსოლუტურად ყველა ტურნირი მოიგეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ისინი არიან საუკეთესოები", - განაცხადა არგენტინელმა.

2017 წელს მადრიდულმა გრანდმა 5 ტიტული მოიპოვა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ლა ლიგა.

მიმდინარე სეზონი კი ზინედინ ზიდანის გუნდმა ძალიან ცუდად დაიწყო და ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატში ლიდერ "ბარსელონას" უკვე 16 ქულით ჩამორჩება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები