ხედირა: "სკუდეტოს მოგება გაგვიჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ხედირა: "სკუდეტოს მოგება გაგვიჭირდება"


ხედირა:

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, სემი ხედირამ, იტალიის სერია ა-ში საკუთარი გუნდის ჩემპიონობის შანსები შეაფასა.

"ეს სეზონი სხვებისგან განსხვავებულია. ჩემპიონატში ბევრი კარგი გუნდია. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან "ნაპოლი", "ინტერი", "რომა", "ლაციო" და "იუვენტუსი".

სკუდეტოს მოგება ამ სეზონში რთული იქნება. საკმაოდ ბევრი სამუშაო გვაქვს და ვფიქრობ, იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მოგება ძალიან რთული იქნება.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იქ რამდენიმე ფავორიტია: "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი" და "პსჟ". აგრეთვე არიან "რეალი", "ბარსელონა" და "იუვენტუსი". არის ბევრი კლუბი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია", - განაცხადა 30 წლის გერმანელმა.

"ბებერმა ქალბატონმა" იტალიის სერია ა ზედიზედ ექვსჯერ მოიგო, მიმდინარე სეზონში კი ოცი ტურის შემდეგ მოპოვებული 50 ქულით მეორე ადგილზეა. პირველი 51 ქულით "ნაპოლია".
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი სემი ხედირა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები