პსჟ ზაფხულში ალექს სანდროს ყიდვას გეგმავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პსჟ ზაფხულში ალექს სანდროს ყიდვას გეგმავს


პსჟ ზაფხულში ალექს სანდროს ყიდვას გეგმავს

"პსჟ"-ს ხელმძღვანელობა 2018 წლის ზაფხულში "იუვენტუსის" მცველ ალექს სანდროსთან აპირებს კონტრაქტის გაფორმებას, იტყობინება calciomercato.com.

იტალიური გამოცემის თანახმად, ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე 26 წლის ბრაზილიელის შეძენას პარიზელები ფინანსური ფეირ პლეის წესების შესაძლო დარღვევის გამო არ ცდილობენ.

აღინიშნება, რომ ფრანგული კლუბი ზაფხულში სახელფასო ჭერის გასათავისუფლებლად ლუკას მოურას, ხავიერ პასტორესა და ანხელ დი მარიას გასხვისებას გეგმავს. ეს ტრანსფერები პარიზელებს სანდროს შეძენაში დაეხმარება.

მცველს "იუვენტუსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება. არსებული ცნობით, ბრაზილიელი ტურინელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები