რეალმა შეიძლება პსჟ-ს ამომავალი ვარსკვლავი იყიდოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალმა შეიძლება პსჟ-ს ამომავალი ვარსკვლავი იყიდოს


რეალმა შეიძლება პსჟ-ს ამომავალი ვარსკვლავი იყიდოს

"პსჟ"-ს შემტევი, გონსალო გუედეში, რომელიც იჯარის წესით "ვალენსიაში" ასპარეზობს და "ღამურების" რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს, "რეალის" ინტერესთა სფეროში მოექცა.

გავლენიანი გამოცემა AS-ის ცნობით, "პსჟ"-მ "ვალენსიას" 21 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მოსთხოვა.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ღამურებმა" ამხელა თანხის გადახდა შეძლონ, "რეალმა" კი სავსებით შესაძლებელია იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ახალგაზრდა ფეხბურთელით გაძლიერება გადაწყვიტონ.

ცნობისთვის, "პსჟ"-ს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს, რათა ფინანსური ფეირ პლეის წესების დარღვევა თავიდან აიცილოს.

ამ სეზონში გუედეშმა ლა ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები