VIDEO: დე ბრუინი ბავშვობაში ლივერპულს გულშემატკივრობდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: დე ბრუინი ბავშვობაში ლივერპულს გულშემატკივრობდა


VIDEO: დე ბრუინი ბავშვობაში ლივერპულს გულშემატკივრობდა

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი ბავშვობაში "ლივერპულს" გულშემატკივრობდა.

არხ Belgian Red Devils-ზე გამოჩნდა ვიდეომასალა (შეგიძლიათ იხილოთ აქ), სადაც "გენტის" სპორტული აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელი ამბობს, რომ მისი კუმირი თავდამსხმელი, მაიკლ ოუენია.

"ჩემი საყვარელი გუნდი "ლივერპულია", საყვარელი ფეხბურთელი კი - მაიკლ ოუენი. ერთხელაც იქ თამაში მინდა", - ამბობდა დე ბრუინი.

შეგახსენებთ, აქამდე, პრემიერ ლიგაში 26 წლის ბელგიელი "ჩელსის" ღირსებას იცავდა.

მიმდინარე სეზონში კევინმა "სიტის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები