ლივერპულს სუსოს დაბრუნება სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლივერპულს სუსოს დაბრუნება სურს


ლივერპულს სუსოს დაბრუნება სურს

"ლივერპული" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მილანის" შემტევი ნახევარმცველის, სუსოს, გადაბირებას ეცდება.

მერსესაიდული გრანდი ფილიპე კოუტინიოს შემცვლელს ეძებს და ავტორიტეტული ესპანური გამოცემა "AS" იტყობინება, რომ "წითლები" ერთ-ერთ ალტერნატივად სუსოს განიხილავენ, რომელსაც "ენფილდზე" აქვს ნათამაშები.

სუსო "ლივერპულის" ღირსებას 2012/13 წლების სეზონში იცავდა და ბრენდან როჯერსის ხელმძღვანელობით 14 მატჩი ჩაატარა, მაგრამ შემდეგ "ალმერიაში" გაანათხოვრეს.

2015 წელს სუსო "მილანს" შეუერთდა და 24 წლის ასაკში ახლა კარიერის პიკზეა. მიმდინარე სეზონში მან 27 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა, 9 საგოლე პასი გააკეთა და ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაც მიიღო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები