CDS: ანჩელოტის მომავალი კლუბი ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

CDS: ანჩელოტის მომავალი კლუბი ცნობილია


CDS: ანჩელოტის მომავალი კლუბი ცნობილია

58 წლის იტალიელი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი, ახალი სეზონიდან კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

"Corriere dello Sport" იტყობინება, რომ პაპა კარლოს ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობა მოელაპარაკა და ანჩელოტი სეზონის ბოლოს არსენ ვენგერს შეცვლის.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "მეთოფეებმა" კარლოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს - ანჩელოტი ლონდონურ კლუბთან 4 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

კარლო ანჩელოტის ინგლისში უკვე აქვს ნამუშევარი, როდესაც 2009-2011 წლებში ლონდონის "ჩელსის" ავარჯიშებდა და 2010 წელს "ლურჯებს" პრემიერ ლიგაც მოაგებინა.

ვენგერის მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, მაგრამ "არსენალი" მიმდინარე სეზონში დადებული შედეგებით ძალიან უკმაყოფილოა და ფრანგს მეტ შანსს აღარ მისცემს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები