პულიშიჩი გერმანიის ახალგაზრდული აკადემიებით აღფრთოვანებულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პულიშიჩი გერმანიის ახალგაზრდული აკადემიებით აღფრთოვანებულია


პულიშიჩი გერმანიის ახალგაზრდული აკადემიებით აღფრთოვანებულია

დორტმუნდის "ბორუსიას" უნიჭიერესი ვინგერი, კრისტიან პულიშიჩი, გერმანიაში ახალგაზრდებისადმი მიდგომით ძალიან კმაყოფილია.

"ჯერჯერობით გერმანიაში ყველაზე მეტად ახალგაზრდულმა აკადემიებმა გამაოცეს. ისინი ახალგაზრდა ტალანტებს ნამდვილ პროფესიონალებად ზრდიან.

მე ამ სისტემის ნაწილი ვიყავი და ყოველდღიურად მქონდა მასთან შეხება. 17-დან 19 წლამდე ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვშრომობდი, რათა პროფესიონალური კონტრაქტი გამეფორმებინა", - განაცხადა 19 წლის ამერიკელმა.

კრისტიან პულიშიჩისთვის 2017 წელი შესანიშნავი გამოდგა. ბუნდესლიგის პირველ წრეში კი მან 16 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები