ლაციო დე ვრეის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლაციო დე ვრეის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს


ლაციო დე ვრეის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს

რომის "ლაციოს" ხელმძღვანელობა სტეფან დე ვრეის ზამთარში გაყიდვას აპირებს და მას ფასიც დაადო.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "არწივები" მზად არიან ახალგაზრდა ჰოლანდიელს 30 მილიონ ევროდ შეელიონ, რათა სეზონის ბოლოს მისი უფასოდ გაშვება არ მოუწიოთ.

დე ვრეიმ უკვე გადაწყვიტა, რომ მოქმედ კონტრაქტს, რომელიც 2018 წლის ზაფხულში იწურება, აღარ გაახანგრძლივებს და სეზონის შემდეგ "ლაციოს" დატოვებს.

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული, მათ შურის ტურინის "იუვენტუსიც" დასახელდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაციოტრანსფერები სტეფან დე ვრეი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები