ტედესკო: "ლაიფციგთან მატჩი გადამწყვეტი არ არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტედესკო: "ლაიფციგთან მატჩი გადამწყვეტი არ არის"


ტედესკო:

გელზენკირხენის "შალკეს" მთავარი მწვრთნელი, დომენიკო ტედესკო, მიიჩნევს, რომ "ლაიფციგთან" მეორე წრის პირველ თამაშში ბევრი არაფერი გადაწყდება.

"რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ლაიფციგში მეორე წრე წარმატებით დავიწყოთ. თუმცა მე-18 სათამაშო კვირის მატჩი გადამწყვეტი ვერანაირად ვერ იქნება", - მტკიცედ განაცხადა 32 წლის გერმანელმა სპეციალისტმა.

"შალკე" პირველი წრის შემდეგ გერმანიის ვიცე-ჩემპიონი გახდა და მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნს" ჩამორჩა. თუმცა "ლაიფციგს" მხოლოდ 2 ქულით ნაკლები აქვს დაგროვებული.

ამ გუნდების დაპირისპირება შაბათ საღამოს, 21:30 საათზე, გაიმართება.
ასევე იხილეთ თემაზე:
შალკე 04 ლაიფციგი დომენიკო ტედესკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები