ალეგრიმ ზაფხულში შესაძლოა ჩელსი ჩაიბაროს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალეგრიმ ზაფხულში შესაძლოა ჩელსი ჩაიბაროს


ალეგრიმ ზაფხულში შესაძლოა ჩელსი ჩაიბაროს

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, სეზონის ბოლოს შესაძლოა ლონდონის "ჩელსიში" ანტონიო კონტე შეცვალოს.

"არისტოკრატების" ხელმძღვანელობა კონტესთან კონფლიქტის ნიადაგზე მასთან მოქმედ კონტრაქტს ზაფხულში გაწყვიტავს და ახალ თავკაცს მოიწვევს.

"Corriere dello Sport" იტყობინება, რომ "ჩელსის" ერთ-ერთი ალტერნატივა მაქსი ალეგრია, რომელიც უკვე მეოთხე წელია ტურინულ გრანდს წარმატებით ავარჯიშებს.

ალეგრის, რომელმაც 2014 წელს "იუვენტუსში" სწორედ ანტონიო კონტე შეცვალა, "ბებერ ქალბატონთან" მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლამდე აკავშირებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები