ბოატენგი: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბოატენგი: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია"


ბოატენგი:

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი, მიიჩნევს, რომ მისი გუნდისთვის გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. თუ წარუმატებლად იწყებ, მაშინ მომდევნო მატჩებში სერიოზულ ზეწოლას გრძნობ", - აღნიშნა ჟერომმა "Bild-თან" საუბრისას.

მიუნხენურმა გრანდმა პირველი წრე 41 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და 11 ქულიანი კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.

ბუნდესლიგა 3 კვირიანი პაუზის შემდეგ ახალ სტარტს ხვალიდან აიღებს და მიუნხენური გრანდი სტუმრად ლევერკუზენის "ბაიერს" დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები