ბრაიტნერი დარწმუნებულია, რომ ბაიერნი ბუნდესლიგას მოიგებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბრაიტნერი დარწმუნებულია, რომ ბაიერნი ბუნდესლიგას მოიგებს


ბრაიტნერი დარწმუნებულია, რომ ბაიერნი ბუნდესლიგას მოიგებს

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი განაპირა მცველი, ლეგენდარული პოლ ბრაიტნერი, მიიჩნევს, რომ "რეკორდმაისტერი" გერმანიის ჩემპიონატს აუცილებლად მოიგებს.

"აქ არანაირი კითხვა აღარ არის. მიუნხენის "ბაიერნს" ახლა გერმანიაში ვინ შეაჩერებს?", - მოკლედ უპასუხა "ცხვარმა" შეკითხვას ბუნდესლიგის საჩემპიონო ინტრიგაზე.

მთავარი კონკურენტები, დორტმუნდის "ბორუსია" და "ლაიფციგი", იუპ ჰაინკესის გუნდს უკვე 13 ქულით ჩამორჩნენ.

მიუნხენური კლუბი ძალიან ახლოს არის საჩემპიონო დომინაციის გაგრძელებასთან და ზედიზედ მეექვსე ვერცხლის სინის მოპოვებასთან.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი პოლ ბრაიტნერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები