რონალდო: "ნეიმარის პსჟ-ში გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდო: "ნეიმარის პსჟ-ში გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯია"


რონალდო:

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ ნეიმარზე ისაუბრა და მის გადაწყვეტილებას უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

"ჩემი აზრით, ნეიმარის პსჟ-ში გადასვლა კარიერულად უკან გადადგმული ნაბიჯია, თუმცა კარგი ისაა, რომ ის ახალ გამოწვევას არ შეუშინდა.

ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, ბარსელონაში ვთამაშობდი, თუმცა შემდეგ ინტერში გადასვლა ვარჩიე", - აცხადებს რონალდო.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნეიმარი პარიზულ გუნდში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები