ინიესტამ კოუტინიოსთან კონკურენციაზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინიესტამ კოუტინიოსთან კონკურენციაზე ისაუბრა


ინიესტამ კოუტინიოსთან კონკურენციაზე ისაუბრა

კატალონიის "ბარსელონას" ვეტერანი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერს გამოეხმაურა.

"ყოველთვის მივესალმები ასეთი ფეხბურთელების გუნდში მოსვლას, თუმცა ვერ ვხვდები, რატომაა ეს ჩემთვის ცუდი. პირიქით, ჩვენ ერთად შევეცდებით გუნდისთვის სარგებლის მოტანას.

კოუტინიოს ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. მას ორივე ფეხით თამაში შეუძლია, რაც დიდი პლიუსია. სატრანსფერო ფასზე კი ვერაფერს გეტყვით, მთავარია ის ჩვენი ფეხბურთელია", - აცხადებს ინიესტა.

კატალონიელებმა ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 142 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები