ხორდი ალბა მესის საოცარ პასს გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ხორდი ალბა მესის საოცარ პასს გამოეხმაურა


ხორდი ალბა მესის საოცარ პასს გამოეხმაურა

"ბარსელონასა" და "სელტას" შეხვედრაში საოცარი საგოლე გადაცემით გამოირჩა ლეო მესი, რომელმაც ხორდი ალბას გაატანინა.

"როცა გუნდში მესი გყავს, ყველაფრის გაკეთება მარტივია. ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

როგორც წესი, მას ან მე ვუკეთებ ხოლმე საგოლე გადაცემას, ან ის, სელტასთან კი ორივემ ერთმანეთს გავატანინეთ. მესიმ საოცარი პასი გამიკეთა.

იმედია, ლეო ჩვენთან კიდევ დიდი ხანი დარჩება და კვლავ შევძლებთ გულშემატკივრისთვის სანახაობის ჩვენებას", - აცხადებს ალბა, რომლის გუნდმაც "სელტა" 5:0 გაანადგურა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები