ნეიმარი: "რატომ აღვნიშნე გოლი ბუცის თავზე დადებით?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარი: "რატომ აღვნიშნე გოლი ბუცის თავზე დადებით?"


ნეიმარი:

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ნეიმარმა, "ამიენთან" საფრანგეთის ლიგის თასის თამაშის (2:0) შემდეგ გატანილი გოლის ორიგინალურად აღნიშვნის მიზეზი ახსნა.

25 წლის ბრაზილიელმა 53-ე წუთზე პენალტი გაიტანა, რის შემდეგაც ბუცი გაიხადა, თავზე დაიდო და ცეკვა დაიწყო. ამას პრესაში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა და ზოგი მიიჩნევდა, რომ ეს უბრალოდ "Nike-ს" რეკლამა იყო, რომელიც ნეის ბუცებს უმზადებს.

თუმცა პარიზული კლუბის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ყველაფერს ნათელი სოციალურ ქსელში მოჰფინა.

"ისინი, რომლებიც ჟოაო სელსო მორაესს იცნობენ მიხვდებიან თუ რატომ აღვნიშნე გატანილი გოლი სწორედ ასე.

ხოლო მათ, ვინც არ იციან მის შესახებ, ყველაფერს გაიგებენ, როდესაც მომდევნო სურათზე გადავლენ. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, ძმაო", - დაწერა ნეიმარმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

ნეიმარისა და ჟოაო სელსო მორაესის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ ნეიმარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები