ზედიზედ მეოთხედ - გვარდიოლა პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზედიზედ მეოთხედ - გვარდიოლა პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა


ზედიზედ მეოთხედ - გვარდიოლა პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, ინგლისის პრემიერ ლიგაში დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელადაც აღიარეს.

ესპანელმა სპეციალისტმა თვის უძლიერესი სპეციალისტის ჯილდოსთვის ბრძოლაში სემ ელერდაისს ("ევერტონი"), ანტონიო კონტეს ("ჩელსი"), როი ჰოჯსონსს ("კრისტალ პალასი"), იურგენ კლოპსა ("ლივერპული") და მაურისიო პოჩეტინოს ("ტოტენჰემი") აჯობა.

"ცისფრებმა" გასულ თვეში ინგლისის ეროვნულ ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 6 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

პეპ გვარდიოლამ ანალოგიური პრიზი სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერშიც მოიპოვა. ის პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველია, რომელიც თვის საუკეთესო მწვრთნელად ზედიზედ მეოთხედ დაასახელეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
მანჩესტერ სიტი პეპ გვარდიოლა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები