Marca: რეალი ნეიმარის სანაცვლოდ 400 მილიონს იხდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

Marca: რეალი ნეიმარის სანაცვლოდ 400 მილიონს იხდის


Marca: რეალი ნეიმარის სანაცვლოდ 400 მილიონს იხდის

მადრიდის "რეალი" "პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელ თავდამსხმელს, ნეიმარს, არ ეშვება და მზად არის მის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა გადაიხადოს.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა "Marca" ავრცელებს, რომ "სამეფო კლუბი" მზად არის 25 წლის სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 400 მილიონი ევრო გაიღოს და სატრანფერო ბაზარზე ახალი რეკორდი დაამყაროს.

ამჟამად მადრიდული გრანდი ახალი შემტევის ძიებაშია და რამდენიმე მოთამაშით ინტერესდება, რომელთა შორის ჰარი კეინი, ედენ აზარი და ტიმო ვერნერიც არიან.

ნეიმარი 2017 წლის ზაფხულში "პსჟ-ს" კატალონიის "ბარსელონადან" 222 მილიონ ევროდ შეუერთდა და ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, ნეიმარმა 22 თამაშში 20 გოლი გაიტანა და 12 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალიპსჟ ნეიმარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები