ინიესტა: "არამგონია, ვინმემ ძირითადში ჩემი ადგილი დაიკავოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინიესტა: "არამგონია, ვინმემ ძირითადში ჩემი ადგილი დაიკავოს"


ინიესტა:

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი და ცენტრალური ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა, დარწმუნებულია, რომ საკუთარი გუნდისთვის ჯერ შეუცვლელია.

"მე ამ კლუბის მოთამაშე ვარ და ყოველთვის მინდა, რომ "ბარსელონაში" საუკეთესონი ასპარეზობდნენ. კოუტინიო კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, დიდებული ტალანტია. აქ მას გაზრდის საშუალება ექნება.

ახლა 33 წლის ვარ და ჯერ არ ვიცი თუ ვინ ამომაგდებს ძირითადიდან. ეს პრობლემა სულაც არ არის. იმედი მაქვს, რომ საკუთარ მიზნებს ერთად მივაღწევთ.

კოუტინიოს ღირებულება? ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია და სათამაშო სტილით "ბარსელონას" შეეფერება. ის ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც ორივე ფეხს კარგად ფლობს", - განაცხადა ინიესტამ.

"ბარსელონას" გამოცდილი ესპანელი ნახევარმცველი კვლავ გუნდის წამყვანი ფიგურაა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები