ჩიჩარიტო შეიძლება მანჩესტერში დაბრუნდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩიჩარიტო შეიძლება მანჩესტერში დაბრუნდეს


ჩიჩარიტო შეიძლება მანჩესტერში დაბრუნდეს

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა ხავიერ ერნანდესი იგივე ჩიჩარიტო დაიბრუნოს.

"The Telegraph" იტყობინება, რომ "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, მექსიკელი ფორვარდის საკუთარ გუნდში ხილვა სურს.

თავისმხრივ, "ვესტ ჰემ იუნაიტედი", რომლის რიგებშიც ჩიჩარიტო ირიცხება, მზად არის სამხრეთ ამერიკელი შესაბამისი თანხის სანაცვლოდ იანვარში დათმოს.

29 წლის ხავიერ ერნანდესი მანკუნიანელების ღირსებას 2010-2015 წლებში იცავდა და 158 თამაშში 58 გოლის გატანა მოახერხა.

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ჩიჩარიტომ პრემიერ ლიგაში 17 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები