კონტემ ჩელსის დატოვება არ გამორიცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კონტემ ჩელსის დატოვება არ გამორიცხა


კონტემ ჩელსის დატოვება არ გამორიცხა

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, თავის მომავალზე ისაუბრა.

ბრიტანული გამოცემა "The Sun" იტყობინება, რომ "ლურჯების" თავკაცმა შეკითხვას "დატოვებს თუ არა იგი ლონდონურ კლუბს ზაფხულში" მოკლედ უპასუხა: "ყველაფერი შესაძლებელია."

ინგლისური პრესის ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტს "არისტოკრატების" ხელმძღვანელობასთან სატრანსფერო საკითხებზე კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

ჟურნალისტები კონტეს შეცვლის რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ, რომელთა შორის დიეგო სიმეონე და მასიმილიანო ალეგრიც არიან.

ანტონიომ "ჩელსი" 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა და სადებიუტო სეზონში გუნდს ინგლისის პრემიერ ლიგა მოაგებინა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჩელსი ანტონიო კონტე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები