ზიდანმა გუნდი დაიცვა: "რეალი არც ისე ცუდად გამოიყურება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზიდანმა გუნდი დაიცვა: "რეალი არც ისე ცუდად გამოიყურება"


ზიდანმა გუნდი დაიცვა:

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, საკუთარი გუნდის კრიტიკოსებს პასუხი გასცა.

"ჩვენ ყველაფერს ვერ გავცემთ პასუხს და არც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. თუმცა ეს ძალიან რთულია, ვინაიდან ახლა მადრიდის "რეალზე" ყველა უარყოფითად საუბრობს.

მე ამას არ ვეთანხმები, მაგრამ რაც არის, არის. პოზიტიური მომენტებიც უნდა დავინახოთ - ჩვენ ჯერ კიდევ ყველა ტურნირზე ვართ ბრძოლაში. ჩვენ არც ისე ცუდები ვართ, როგორც თქვენ გგონიათ.

დავიღალე თუ არა ჩემი გუნდის კრიტიკის მოსმენით? დიახ, მაგრამ ამას ვერ შევცვლი და ამის გაკეთება არც მსურს. "რეალზე" ცუდის თქმა კარგია, უფრო ძვირად იყიდება", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ტრიუმფალური გასული კამპანიის შემდეგ მიმდინარე სეზონი "ბლანკოსმა" სუსტად დაიწყო და ესპანეთის ლა ლიგაში ლიდერ "ბარსელონას" უკვე 16 ქულით ჩამორჩება.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალი ზინედინ ზიდანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები