კლოპმა კოუტინიოს შემცვლელზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კლოპმა კოუტინიოს შემცვლელზე ისაუბრა


კლოპმა კოუტინიოს შემცვლელზე ისაუბრა

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ფილიპე კოუტინიოს წასვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ კლუბმა ცხოვრება უნდა გააგრძელოს.

"ფილი ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო, მაგრამ წასვლა უნდოდა. ახლა ის გუნდში აღარ არის. წარსულში "ლივერპულმა" სტერლინგისა და სუარესის წასვლა გადაიტანა, ეს ნორმალურია.

რაც შეეხება კოუტინიოს შემცვლელს, ის სწორად უნდა იქნეს შერჩეული. ჩვენ შემადგენლობაში ზუსტად ფილის შეცვლა არ მოგვიწევს, ვინაიდან 11 მოთამაშე გვყავს.

თუმცა გვინდა, რომ მისი წასვლის შემდეგაც კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ. "ლივერპული" კარგ და ცუდ მატჩებსაც ატარებდა, კოუტინიოსთან ერთად და მის გარეშეც", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

მერსესაიდულმა გრანდმა ბრაზილიელი ნახევარმცველი იანვარში "ბარსელონას" მაინც დაუთმო, თავად კი 120 მილიონი ევრო მიიღო, 40 მილიონის ბონუსების სახით მოპოვების პერსპექტივით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები