კანდრევას პრემიერ ლიგაში თამაში სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კანდრევას პრემიერ ლიგაში თამაში სურს


კანდრევას პრემიერ ლიგაში თამაში სურს

მილანის "ინტერის" შემტევმა ნახევარმცველმა, ანტონიო კანდრევამ, აღიარა, რომ ინგლისში დიდი სიამოვნებით ითამაშებდა.

"პრემიერ ლიგა ნამდვილად მომწონს. ეს განსაკუთრებული ჩემპიონატია. ნამდვილად გამიხარდება თუ ინგლისში თამაშის შესაძლებლობა მომეცემა.

სერია ა მიმდინარე სეზონში ადასტურებს, რომ ეს საკმაოდ რთული ჩემპიონატია, რომელშიც ძალიან ბევრი საინტერესო მატჩი იმართება. ვფიქრობ, იტალიური გუნდები ვითარდებიან და ევროთასებზეც კარგად გამოვლენ", - აღნიშნა 30 წლის იტალიელმა.

ბოლო პერიოდში კანდრევას სახელი "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუკავშირეს, რომელიც იანვარში შეტევითი ხაზის გაძლიერებას გეგმავს.

ანტონიო კანდრევამ მიმდინარე სეზონში სულ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ანტონიო კანდრევა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები