ბონეკი: "ლევანდოვსკის ოქროს ბურთის მოგება შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბონეკი: "ლევანდოვსკის ოქროს ბურთის მოგება შეუძლია"


ბონეკი:

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ზგიბნევ ბონეკმა, რომელიც ახლა პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, აღნიშნა, რომ რობერტ ლევანდოვსკის ოქროს ბურთის მოპოვება შეუძლია.

"ლევანდოვსკი მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია. უახლოეს წლებში მას ოქროს ბურთის მოპოვების შანსი აქვს, მაგრამ ამისათვის ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს.

ის "ბაიერნში" დორტმუნდის "ბორუსიადან" სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გადავიდა. შესაძლოა, რობერტს ეს 2018 წელს გამოუვიდეს", - განაცხადა ბონეკმა.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, ლევანდოვსკიმ 26 თამაშში 21 გოლის გატანა მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი რობერტ ლევანდოვსკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები