7 საუკეთესო ტრანსფერი, რომელიც იანვარში უნდა განხორციელდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

7 საუკეთესო ტრანსფერი, რომელიც იანვარში უნდა განხორციელდეს


7 საუკეთესო ტრანსფერი, რომელიც იანვარში უნდა განხორციელდეს

როგორც ვიცით, 2018 წლის ზამთარში უკვე ორი მეგა-ტრანსფერი განხორციელდა. ვირჯილ ვან დეიკი "ლივერპულში" გადავიდა, ფილიპე კოუტინიო კი "ბარსელონაში". იანვრის ბოლომდე საფეხბურთო სამყარო კიდევ რამდენიმე ხმაურიან გარიგებას ელოდება. გთავაზობთ 7 ტოპ-ტრანსფერს, რომელიც სავარაუდოთ უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს.

ალექსის სანჩესი (არსენალიდან-მანჩესტერ სიტიში)

7 საუკეთესო ტრანსფერი, რომელიც იანვარში უნდა განხორციელდეს

როგორც ჩანს, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გაწელილი და მოსაბეზრებელი საფეხბურთო საპნის ოპერა თავის დასასრულს უახლოვდება, ალექსის სანჩესი "სიტის" შეუერთდება. გვარდიოლა სავარაუდოთ 35 მილიონ ფუნტს გადაიხდის ჩილელი შემტევის სანაცვლოდ. ისმის კითხვა, სად და როგორ უნდა გამოიყენოს პეპმა სანჩესი თავის ისედაც საათივით აწყობილ გუნდში. თავად ალექსის ყველაფერი დააკმაყოფილებს, მისი გასამრჯელო წელიწადში 13 მილიონი ფუნტი იქნება, კონტრაქტი კი 5,5 წლიანი.

მესუტ ოზილი (არსენალიდან-მანჩესტერ იუნაიტედში)

7 საუკეთესო ტრანსფერი, რომელიც იანვარში უნდა განხორციელდეს

"მეთოფეთა" კიდევ ერთი ლიდერი, რომელიც მანჩესტერისკენ მიიწევს, მაგრამ ამჯერად "იუნაიტედისკენ" არის მესუტ ოზილი. გერმანელს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, ამიტომ ლონდონელები ცდილობენ ზამთარში გაასხვისონ "ბუნდესნაკრების" წევრი. ჟოზე მოურინიოს უკვე დიდი ხანია, რაც ძალიან უნდა თავის გუნდში ოზილის ხილვა. იმ შემთხვევაში, თუ "იუნაიტედში" ტრანსფერი ჩაიშალა, მესუტის ხელში ჩასაგდებად "იუვენტუსი" იბრძოლებს.

დავიდ ლუისი (ჩელსიდან-მანჩესტერ იუნაიტედში)

7 საუკეთესო ტრანსფერი, რომელიც იანვარში უნდა განხორციელდეს

პრემიერ ლიგის მორიგი ტოპ-ტრანსფერი. "ჩელსის" ამჟამად საკმარისზე მეტი ცენტრალური მცველი ჰყავს, თავისი მდგომარეობით კი ყველაზე მეტად უკმაყოფილო არის ლუისი, რომლის გადმობირება აგრეთვე სურს მოურინიოს. უცნაურია, რადგან თავის დროზე სწორედ ჟოზემ გაუშვა ბრაზილიელი "პსჟ"-ში.

ემრე ჯანი (ლივერპულიდან-იუვენტუსში)

7 საუკეთესო ტრანსფერი, რომელიც იანვარში უნდა განხორციელდეს

"იუვენტუსის" კიდევ ერთი პოტენციური შენაძენი-ემრე ჯანი. "ლივერპული" ჯერ კიდევ ცდილობს გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის შენარჩუნებას, მაგრამ ამის მიუხედავად, "წითლებმა" უკვე გაიფორმეს "ლაიფციგის" ლიდერი ნაბი კეიტა. აფრიკელმა მთლიანად უნდა ამოავსოს "ენფილდელების" შუახაზი, რის შემდეგაც ემრეს ადგილი ძირითადში აღარ იქნება.

სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალიდან-ბეიცზინ გოანში)

7 საუკეთესო ტრანსფერი, რომელიც იანვარში უნდა განხორციელდეს

ალბათ გაგიკვირდათ, ვინ არის ბაკამბუ და რა უნდა მას ოზილის, სანჩესისა და ბეილის გვერდით. საქმე იმაშია, რომ ჩინეთში გადასვლის შემთხვევაში, კონგოელი ფორვარდი გახდება ყველაზე ძვირადღირებული აფრიკელი ფეხბურთის ისტორიაში. "ბეიცზინ გოანი" მის სანაცვლოდ 74 მილიონ ევროს იხდის.

გარეტ ბეილი (რეალიდან-გუანჩჟოუ ევერგრანდში)

7 საუკეთესო ტრანსფერი, რომელიც იანვარში უნდა განხორციელდეს

კიდევ ერთი ჩინური კლუბი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონია, მზად არის, რომ ააფეთქოს სატრანსფერო ბაზარი. "ევერგრანდი" 96 მილიონ ევროს იხდის ბეილის სანაცვლოდ, ჩინელებს არც კი აღელვებთ უელსელი შემტევის ფიზიკური მდგომარეობა, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს ლაზარეთში ატარებს. ბეილს არ უნდა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა, "წითელი ეშმაკების" შემდეგ კი ყველაზე რეალური ვარიანტი სწორედ "ევერგრანდია". რამდენად გაუშვებს ზიდანი თავის შეგირდს ჩინეთში, ეს უკვე სულ სხვა საკითხია.

მაურო იკარდი (ინტერიდან-რეალში)

7 საუკეთესო ტრანსფერი, რომელიც იანვარში უნდა განხორციელდეს

"ბარსელონამ" იყიდა კოუტინიო, "რეალი" კი იკარდის ტრანსფერით ცდილობს პასუხის გაცემას კატალონიელებისთვის. არგენტინელი უდავოდ არის "ინტერის" საუკეთესო ფეხბურთელი, მისი უშუალო დამსახურებით, "ნერიაძური" ჩემპიონთა ლიგის საგზურის რეალური პრეტენდენტია. იკარდის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს, "სამეფო კლუბს" მისი შეძენის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს, მითუმეტეს, ნათლად ჩანს, "რეალს" ახალი სისხლი სჭირდება. სხვადასხვა მედია-რესურსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მაურომ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება მადრიდში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები