კონტე: "სანჩესი 90 მილიონი ღირს, სიტისთვის ის იდეალური შენაძენი იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კონტე: "სანჩესი 90 მილიონი ღირს, სიტისთვის ის იდეალური შენაძენი იქნება"


კონტე:

ლონდონის "ჩელსის" თავკაცმა ანტონიო კონტემ ალექსის სანჩესის ტრანსფერზე ისაუბრა.

ბრიტანულ პრესაში იწერება, რომ "სიტი" ჩილელის სანაცვლოდ 25 მილიონ ფუნტს იხდის. როგორც იცით, სანჩესი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და სწორედ ამიტომ არის მისი სატრანსფერო ღირებულება ასეთი დაბალი.

"სანჩესი დიდებული ფეხბურთელია და მან კარგად იცის, რომ "იუვენტუსში" მოღვაწეობის დროს მინდოდა მისი დამატება.

დიდებულ მოთამაშეებს დიდ პატივს ვცემ და სანჩესი ერთ-ერთი მათგანია.

თუ "სიტის" მისი დამატება სურს, ისინი უპრობლემოდ მოახერხებენ ამის გაკეთებას.

ვფიქრობ, რომ ეს გუნდისთვის იდეალური გარიგება იქნება, რადგან საუბარი სულ რაღაც 20-25 მილიონზეა, სანჩესის მსგავსი ფეხბურთელის ღირებულება კი 80-90 მილიონი ევროა", - განაცხადა კონტემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები